რეზონანსი
17.04.2026

უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს ერთ-ერთმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, უკრაინაში, კერძოდ, საზღვრის მახლობლად, რუსეთის მიერ სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის დროს, რუმინეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სასაზღვრო ზონაში ორი საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს და ერთ-ერთი მათგანი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რადიოლოკაციური სიგნალი ტულჩეის ოლქში, სოფელ ჩილია-ვეჩედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 16 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაიკარგა. რუმინელი სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნულ ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაციას განახორციელებენ.

სამინისტრომ რუსეთის ქმედებები დაგმო და განაცხადა, რომ „ეს საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×