რეზონანსი
17.04.2026

ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება. ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს,

„ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდებოდა. ვუთხარი, შორს დარჩენილიყვნენ, თუ მხოლოდ გემების ნავთობით ჩატვირთვა არ სურთ. როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები!“, - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×