რეზონანსი
22.04.2026

დედამიწის დღესთან დაკავშირებით შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა. აღნიშნული ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. 

დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ მიიღო მონაწილეობა. პროცესში ჩართულები იყვნენ კომპანიის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და ამავე კომისიის წევრები. აქციას შეუერთდნენ სტუდენტები და საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრები. 

 ადგილზე სამუშაოების შეუფერხებლად შესრულებისთვის მობილიზებული იყო შესაბამისი სპეცტექნიკა.

აქციის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მნიშვნელობაზე ხაზგასმა. 

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავესა და მოვლა-პატრონობაზე. მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×