
მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი ამ დროისათვის დალუქულია.
"პირველებთან" საუბარში ჯიჭონაიები ამბობენ, რომ თავის დროზე 6 ათასი ლარის ოდენობით თანხა ისესხეს ახლა კი ამ თანხის სანაცვლოდ 136 ათასიან სახლს ჰკარგავენ.
6 ათას ლარად შეიძინა ციცკაძემ ჩემი სახლი და 6 ათასის ნაცვლად, 136 ათას ლარიანი სახლს მართმევს. მთელი საქართველო ჰყავდათ ჩამოყვანილი აღსრულებას, არ ვიცი რას ელოდნენ, ვის ელოდნენ, რატომ უდგანან მევახშეებს გვერდზე, აზრზე არ ვარ. ჩემს სახლს მევაჭრება. 6 ათასად იყიდა ჩემი სახლი და უნდა სადღაც 65 ათასი, - ამბობს ოჯახის წევრი.
ოჯახის კიდევ ერთი წევრი ამბობს, რომ სესხის აღება კერძო პირისგან ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო მოუწიათ, თუმცა ვერც მისი გადარჩენა მოახერხეს.
მე ავადმყოფობის გამო გამოვიტანე ეს სესხი და ის ავადმყოფიც მომიკვდა. აგერ აის გარდაცვალების საბუთი და მე თუ ვტყუივარ? მე არ ვტყუივარ, საერთოდ. დალუქეს ეს სახლი, - ამბობს ოჯახის კიდევ ერთი წევრი.
ოჯახი ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და სახლს დაიბრუნებენ.