რეზონანსი
23.04.2026

 "ამ პა­პუ­აშ­ვილს მუდ­მი­ვად ჩა­ხუ­ტე­ბით დახ­რჩო­ბა რომ ელან­დე­ბა, მის ქცე­ვებ­შიც გა­მო­ხა­ტუ­ლი იყო. ალ­ბათ ყვე­ლას ახ­სოვს, რო­გორ მო­იქ­ცა ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­დე­საც სწო­რედ ამ მოძ­რა­ო­ბით, რო­მელ­საც ახლა აღ­წერს ჰერ­ჩინ­სკის­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში იძა­ლა­და ქალ­ზე, ამ პა­პუ­ას­მა, მარ­თლა მო­ძა­ლა­დემ", - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „რე­ზი­უ­მე­ში" პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პა­პუ­აშ­ვილ­მა თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში თუ რამე იყო ბნე­ლი, ეს იყო უცხო ძა­ლე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი მცდე­ლო­ბა, „ჩა­ხუ­ტე­ბით გა­ვე­გუ­დეთ".

ბო­კუ­ჩა­ვას შე­ფა­სე­ბით, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­დაც ის სა­ქარ­თვე­ლოს ბნელ წარ­სულ­ზე ლა­პა­რა­კობს, არა მხო­ლოდ 90-იან წლებს, არა­მედ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს გუ­ლის­ხმობს. რო­გორც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა აღ­ნიშ­ნა, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის­თვის, ისე­ვე, რო­გორც პუ­ტი­ნის­თვის, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა ყვე­ლა­ზე დიდ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ კა­ტას­ტრო­ფას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

„მე ეჭვი მაქვს, რომ პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი სი­ნამ­დვი­ლე­ში გუ­ლის­ხმობ­და არა მხო­ლოდ ბნელ 90-იან წლებს. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ის საბ­ჭო­თა კავ­შირ­საც გუ­ლის­ხმობ­და. ეს არის რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს უკი­დუ­რე­სად ბნე­ლი წარ­სუ­ლი, რო­დე­საც მოხ­და ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცია საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მხრი­დან, რომ­ლის რე­ინ­კარ­ნა­ცი­ა­დაც ახლა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი გვევ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც თვლის, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფა სწო­რედ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვა იყო და მის­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლის შთა­ბერ­ვას ცდი­ლობს დღემ­დე რუ­სე­თის ექ­სპან­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კით, რომ­ლის ნა­წი­ლიც სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით გახ­და ჯერ კი­დევ 2008 წელს და ამ დრომ­დე არის ამ ექ­სპან­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის მსხვერ­პლი.

პა­პუ­აშ­ვი­ლის­თვის ეს შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც არ არის ბნე­ლი წარ­სუ­ლი და პუ­ტი­ნის აზრს იზი­ა­რებს. სა­დაც ზა­ხა­რო­ვა­სა და პუ­ტი­ნის სხვა პრო­პა­გან­დის­ტებს უამ­რავ სხვა შე­ფა­სე­ბა­ში ეთან­ხმე­ბი­ან რუს-ქო­ცუ­რი რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი პუ­ტინს იმ შე­ფა­სე­ბა­შიც ეთან­ხმე­ბა, რომ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე დიდი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფა და უკი­დუ­რე­სად სამ­წუ­ხა­რო მოვ­ლე­ნა იყო ის ფაქ­ტი, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა და სა­ქარ­თვე­ლომ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ბრძო­ლით მო­ი­პო­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ „ოპო­ზი­ცი­ის ალი­ან­სის" თა­ო­ბა­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­ში გა­კე­თე­ბულ შე­ფა­სე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" „ანტი-მიშა" ფორ­მა­ცი­ად ვერ და არ და­ი­წყებს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს ერ­თგვა­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა. მე ნამ­დვი­ლად არ გა­მოვ­დგე­ბი მსა­ჯუ­ლად, თე­მი­დას ფუნ­ქცი­ას ვერ და არ შე­ვი­თავ­სებ შეგ­ნე­ბუ­ლად იმი­ტომ, რომ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი, მაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი და ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნი არის, ხალ­ხში მაქ­სი­მა­ლუ­რად დავ­ნერ­გოთ იმე­დი.

არა­ვის­თვის გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბა, რომ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ფუძ­ნე­ბუ­ლია და რომ­ლის­თვი­საც ყვე­ლა­ზე დიდი ელექ­ტო­რა­ლურ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ვე­რას­დროს და არას­დროს არ იქ­ნე­ბა ისე­თი ფორ­მა­ცი­ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც „ანტი-მიშა" ფორ­მა­ცი­ად და­ი­წყებს პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას.

ჩვენ ამ ალი­ან­სში შე­ვე­დით არა იმის­თვის, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბის­თვის გაგ­ვეს­ვა ხაზი, არა­მედ იმის­თვის, რომ მეტი რწმე­ნა გაგ­ვე­ჩი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ჩვენ ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბა შეგ­ვიძ­ლია", - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×