რეზონანსი
25.04.2026

მიცკევიჩის 4 ნომერში მდებარე 4 სართულიანი შენობა თანამედროვე 12 სართულიანი კორპუსით ჩანაცვლდება.

თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში უკვე მზად არის პროექტიც - ოჯახებს კუთვნილი ფართები გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ. არსებული შენობა ამორტიზებულია. თბილისის მერიის, სამშენებლო კომპანიის და მოსახლეობის შეთანხმების საფუძველზე, მოქალაქეებს მშენებლობის დასრულებამდე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფენ.

მერიის ინფორმაციით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამების ფარგლებში, ამჟამად თბილისში ათეულობით პროექტი მიმდინარეობს. ძველ, ამორტიზებულ შენობებს ახალი, თანამედროვე არქიტექტურით დაპროექტებული შენობები ჩაანაცვლებს. თბილისის განვითარების ფონდიდან ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამებით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობა ყველა მესაკუთრის 100%-იანი თანხმობაა.

თბილისის მერიის კიდევ ერთი პროგრამა, ლიფტების ჩანაცვლებას ეხება. ოფიციალური მონაცემებით ბოლო სამ თვეში თბილისში 100-მდე ლიფტი განახლდა. ამ დროისთვის დედაქალაქის 10-ვე რაიონში რეაბილიტაცია კიდევ 54 ობიექტს უტარდება. კორპუსებს პრიორიტეტი ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით ენიჭება. წელს 700 განაცხადი დაკმაყოფილდება. ოთხი წლის განმავლობაში კი თბილისის მასშტაბით ყველა ამორტიზებული ლიფტი უნდა შეიცვალოს.

სახურავების შეცვლა, სადარბაზოების განახლება, სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება - ეს იმ სამუშაოების ნაწილია, რომლებზეც დედაქალაქში ათეულობით პროექტი უკვე დასრულდა. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისთვის მერია ყოველწლიურად მილიონობით ლარს გამყოფს. პროგრამაში ჩასართავად ამხანაგობებმა განცხადებით გამგეობებს უნდა მიმართონ.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა. პროგრამები მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×