რეზონანსი
30.04.2026

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველო 21 პოზიციით დაქვეითდა და 135-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს ქვეყანა 114-ე პოზიციაზე იყო.

ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია აბაშიძე. მისი თქმით, ოპოზიციური ჯგუფები და „ნაცპროპაგანდისტები“ ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს ავრცელებენ და ქვეყნის მდგომარეობის შეფასებას პოლიტიკურად იყენებენ.

„ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით "დაქვეითება"? 

რომელ გაუარესებაზე გვმოძღვრავენ ფსევდოლიბერალური დასავლური ორგანიზაციები, როცა სექტის ჭარბმა დეზინფორმაციამ წალეკა ჩვენი საზოგადოება?! ხოლო ექსტრემისტების დაკავება-გასამართლება არცერთ ქვეყანაშია ე.წ. უკუსვლა. "ჟურნალისტობა-ენჯეოშნიკობა" თუ არტისტობა-პოეტობა ვერანაირად იქნება ინდულგენცია კრიმინალური ქმედებებისას“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×