რეზონანსი
30.04.2026

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს.

მისი თქმით, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის საფუძველი შექმნა.

"ვულოცავ მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას. ჩვენს ერებს შორის ისტორიულმა მეგობრობამ და კულტურულმა სიახლოვემ შექმნა ძალიან მყარი საფუძველი საქართველოსა და ბულგარეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის", - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×