რეზონანსი
01.05.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად შემცირდება.

ამასთან, ტრამპმა შეერთებული შტატების ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საფონდო ბირჟა რეკორდულ მაჩვენებელზეა.

„როგორც კი, ეს ომი დასრულდება, ბენზინის, ნავთობის და ყველაფრის ფასი დაეცემა, მაგრამ ახლა, ამ მომენტში, საფონდო ბირჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. დღეს შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ადამიანი მუშაობს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნებისმიერ დროს. ჩვენ ნამდვილად კარგად ვართ. ახლა ბენზინის ფასი მაღალია. სხვა ფასები დაეცა, მაგრამ ბენზინის ფასი მაღალია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება ასევე ნიშნავს „სამყაროს ირანის ბირთვული იარაღის გარეშე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×