რეზონანსი
02.05.2026

მეწყრული პროცესების შედეგად ჩაკეტილი გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია, - ინფორმაციას ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული.

„ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული ვითარების შეფასების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,

ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია

ტერიტორიაზე დამატებით იმუშავებენ მეკლდეურები, ხოლო ადგილზე რჩებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×