
საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს პირველ კვარტალში საქართველომ 10.725 მლნ დოლარის ღირებულების 3 033 ტონა ნახმარი ტანსაცმელი შეიძინა, ეს კი 2009 წლის შემდეგ (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული პროდუქტის იმპორტზე მონაცემები სწორედ ამ პერიოდიდან ქვეყნდება) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია,
აღსანიშნავია, რომ second hand-ის საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა წელს იანვარ-აგვისტოში ყველაზე დიდი მოცულობით ამ დასახლების საქონელი გასულ წელს თურქეთიდან და პაკისტანიდან შემოვიდა, აშშ კი, რომელიც წლების განმავლობაში მეორე საპატიო ადგილზე იყო, წელს ხუთეულს მიღმა აღმოჩნდა.
მეორეული ტანსაცმლის top-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია: (2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემები)
თურქეთი - 5.945 მლნ დოლარის 1 321 ტონა
პაკისტანი - 767.7 ათასი დოლარის 521 ტონა
ნიდერლანდები - 707.3 ათასი დოლარის 104.3 ტონა
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 570.4 ათასი დოლარის 249 ტონა
გაერთიანებული სამეფო - 503.6 ათასი დოლარის 190.2 ტონა
რაც შეეხება აშშ-ს, ის მე-6 ადგილზეა, კერძოდ, წელს პირველ კვარტალში ამერიკიდან საქართველოში 412.4 ათასი დოლარის ღირებულების 31.4 ტონა მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს ნახმარი ტანსაცმელი იყიდა ბელგიაში, იტალიაში, ესპანეთში, ლიბანში, პოლონეთში და ა.შ.