რეზონანსი
02.05.2026

არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში წარმატებული ბიზნესი არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.

“თუ ჩვენ გვინდა თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მტრის ხატი შევქმნათ ბიზნესისგან იმიტომ, რომ მას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში პასუხისმგებლობა გააჩნია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×