
უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები პოლიტიკური ველიდან უნდა გავიდნენ, მათი ადგილი კი ჯანსაღმა ძალებმა დაიკავონ.
„ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ოპოზიციაში უდგას თავის ქვეყანას. შესაბამისად, მათ არანაირი ოპოზიციური პარტიები აღარ ჰქვიათ, მით უფრო როცა საკონსტიტუციო სასამართლოში არის მათი საქმე. არაფერი გააჩნიათ და იმას ვერ იყოფენ და რამე ძალაუფლება რომ მისცე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებენ ერთმანეთს და რა კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ საერთოდ? ამიტომ, ბუნებრივად, მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.