რეზონანსი
03.05.2026

როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, აქ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრაში და დაკავშირებადობაზე დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ერევანში იმართება, მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიაც გაიმართება.

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრო მონაწილეობს მიიღებს ამ შეხვედრაში. გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როცა ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ამ ფორმატში სწორედ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ამ დისკუსიებში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×