რეზონანსი
05.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, გაგა კირკიტაძე 2025 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს, ხოლო 2020-2021 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

„სხვადასხვა პერიოდში მას ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა, როგორც ფინანსთა, ისე თავდაცვის სამინისტროებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×