რეზონანსი
05.05.2026

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა -  კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული ექს-პრემიერის სასამართლო განხილვების კანონირებას ბრიუსელში ეჭვქვეშ აყენებენ.

შესწორება დოკუმენტში რამდენიმე ევროპარლამენტარმა შეიტანა. 

ანგრიშში ხაზგასმით წერია, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებების და ბრალის აღირების მიუხედავად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.

ევროპარლამენტის ანგარიშიი- გმობს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მუდმივ მცდელობებს, დევნოს პოლიტიკური ოპონენტები, მათ შორის უკანონო დაკავებებისა და პატიმრობის, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით; გმობს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს გამოცხადებულიყვნენ საქართველოს დე ფაქტო პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა, როგორც პოლიტიკური ჩვენებითი პროცესი, რათა გზა გაეხსნა პოლიტიკური ოპონენტების შემდგომი დევნისა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან. მოითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყველა პირის, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ყოფილი თანამდებობის პირების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.  

ბრალის აღიარებისა და კორუფციის შესახებ სანდო საჯარო მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, აკმაყოფილებდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს. საქმე ასახავს უფრო ფართო შეშფოთებას პოლიტიკურად გავლენიან მართლმსაჯულებასთან, არაფორმალურ ძალაუფლების სტრუქტურებთან და მმართველ პარტიაში არსებულ შიდა დაყოფებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის როლთან დაკავშირებით", - ნათქვამია დოკუმენტში. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] დააკავეს, რასაც ღარიბაშვილს ედავებოდნენ, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×