რეზონანსი
05.05.2026

ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა ტელეკომპანიების, „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ.

კერძოდ, ბრეიზასა და შჩერბას შესწორების მიხედვით, „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ მოხსენიებულია „დეზინფორმაციისა და ანტიევროპული პროპაგანდის გავრცელების“ კონტექსტში.

შესწორებაში აღნიშნულია, რომ ისინი მოქმედებენ „როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ინსტრუმენტები“. შესწორების ავტორები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, „განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აღნიშნული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაში მონაწილეობენ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×