რეზონანსი
05.05.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სომხეთში ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილზე ბარგუშატის გვირაბის მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმეს.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"როდესაც პრეზიდენტ მაკრონთან პირველად განვიხილავდით ამ თემას, ჩვენს მოტივაციაზე ვეუბნებოდი. ყოველთვის ვსაუბრობთ ევროპული სტანდარტების დანერგვის საჭიროებაზე სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ გვჭირდება კომპანიები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და უნარები გააჩნიათ ამ სტანდარტების დასანერგად და ამ შემთხვევაში, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობაში ფრანგული კომპანიების ჩართვა, რომლებიც, თავის მხრივ, ადგილობრივ კონტრაქტორებს მიიზიდავენ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენს სომხეთის ეკონომიკაში", - განაცხადა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ-სომხეთის გზატკეცილი ერთ-ერთი სუპერპროექტია, რომლის რეალიზებაც სომხეთში ხდება, ხოლო ბარგუშატის მონაკვეთი ყველაზე რთულია და მის მშენებლობას განსაკუთრებული უნარები სჭირდება.

"და საფრანგეთი და პრეზიდენტი მაკრონი გვერდში დაუდგნენ სომხეთს, და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოთ-სამხრეთი სუპერპროექტი უკვე იღებს ფორმას და წარმოვიდგენთ ნაბიჯებს, რომლებსაც გადავდგამთ ამ გზის სრულად ექსპლუატაციაში შესაყვანად", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხური მედია წერს, რომ გზა ირანიდან საქართველოს საზღვრამდე მანძილს შეამცირებს, რაც სომხეთში გადაადგილებას უფრო სწრაფს გახდის და ახალ სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×