რეზონანსი
13.05.2026

საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს კრიტიკას ირონიით უპასუხა.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა საჯაროდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება მოახლოებული არჩევნების მიმართ და მიანიშნა, რომ „ეროვნული გაერთიანება“ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.

მარინ ლე პენმა მბაპეს „წარუმატებელი“ წინასწარმეტყველებები შეახსენა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მბაპე მათ დამარცხებას უწინასწარმეტყველებს, სინამდვილეში პოზიტიური ნიშანია.

„როდესაც ის ამბობს, რომ ჩვენ არჩევნებს ვერ მოვიგებთ, ეს მამშვიდებს. მან „პსჟ“ დატოვა და „რეალში“ გადავიდა იმ მიზეზით, რომ ჩემპიონთა ლიგა მოეგო, თუმცა მას შემდეგ „პსჟ“-მ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ასე რომ, თუ ის კვლავ იტყვის, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ეს ჩემთვის სავსებით მისაღებია“, - განაცხადა ლე პენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×