რეზონანსი
13.05.2026

პროკურორმა საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოში ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიმართ შვიდწლიანი თავისუფლების აღკვეთა, 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და ხუთი წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა მოითხოვა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი 2025 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში ლიბიის ყოფილ მმართველ მუამარ კადაფისთან, რომელსაც მისი საარჩევნო კამპანია უნდა დაეფინანსებინა.

სასამართლომ საქმეზე ნიკოლა სარკოზის ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა, სასჯელის მოხდის გადავადების უფლებით. შედეგად, მან ციხეში 20 დღე გაატარა და სასამართლოს ზედამხედველობით გაათავისუფლეს. ამჟამად, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს განიხილავს.

ნიკოლა სარკოზი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე 27 მაისს გამოვა, ხოლო განაჩენი, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს გამოცხადდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×