რეზონანსი
14.05.2026

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მომდევნო კვირებში, შესაძლოა, ჰანტავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს. 

„ამ ეტაპზე „ჰანტავირუსის“ უფრო მასშტაბური აფეთქების ნიშნები არ ჩანს.  თუმცა, შეიძლება, ვითარება შეიცვალოს და ვირუსის გრძელი ინკუბაციური პერიოდის გამო მომდევნო კვირებში მეტი შემთხვევა იყოს. ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა გებრეისუსმა.

ჰანტავირუსი იშვიათი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული მღრღნელების შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან კონტაქტითაა გამოწვეული, თუმცა პირველად დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემა. სიმპტომებს შორისაა სიცხე, ძლიერი დაღლილობა, კუნთების ტკივილი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და სუნთქვის გაძნელება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×