რეზონანსი
14.05.2026

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კანონის უზენაესობის მედეგობის შესახებ ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევა შეაფასა.

„ყველა ასეთი კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ საქართველო არის მოწინავე. ამ შემთხვევაში სასამართლოსთან მიმართებაში იყო ეს კვლევა ჩატარებული და ათივე კანდიდატ ქვეყანას შორის საქართველო მონტენეგროსთან ერთად არის ლიდერი სახელმწიფო ამ მიმართულებით, რაც გამოიხატება სასამართლო სისტემის მდგრადობაში და მის მოქნილობაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვვითარდებით და ამ განვითარების გზაზე სასამართლოც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუცია გახლავთ. ამ ინსტიტუციის ჩამოყალიბება ბოლო ათეული წლის განმავლობაში ნამდვილად სწორი მიმართულებით მიმდინარეობდა”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მედეგობის შეფასება გამოქვეყნდა. ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის შედეგებით, საქართველოსა და მონტენეგროს უმაღლესი შესრულება აქვთ. დანარჩენი კანდიდატი ქვეყნები კი საქართველოსა და მონტენეგროს ჩამორჩებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×