
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფს, რომელსაც 14 და 15 მაისს მოლდოვაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია უნდა გაეშუქებინა, აკრედიტაციის გაცემაზე უარი ეთქვა.
ფავლენიშვილის შეფასებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ თავისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება.
"ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ თავისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ სხვის შიდა საქმეებში ჩარევა ვემიჯნებით ხოლმე, და ამ შემთხვევაში მოლდოვას უსაფრთხოების ინტერესი იყო და დაასაბუთეს, რომ არსებობს კონკრეტული გამოწვევა, რაც ამ ტელეარხებს უკავშირდებოდა და ამის გამო არ მოხდა მათი გადამღები ჯგუფების შემოშვება," - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.