რეზონანსი
14.05.2026

გარდაბანში, სოფელ ბირლიკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ - არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 18 წლის მოზარდები ემსხვერპლნენ. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულ პირს ფეხები ჰქონდა დამწვარი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"TV პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდები კახეთიდან, მეგობრის დაბადების დღიდან მოდიოდნენ.

მაღლიდან მოდიოდა მძღოლი, ბორბლის [კვალი] ეტყობა, როგორ გამოიარა. ერთი სამჯერ "დაკრუგა" და მიარტყა ხეზე. მოგლიჯა [ხე] მანქანამ. 6 ადამიანია გარდაცვლილი, ერთი გზაში ყოფილა ქალი, მე ეგ ქალი არ მინახავს, ხო [ქვეითია ერთი გარდაცვლილი]. ერთი წაიყვანეს ფეხიდან დამწვარი იყო, ჩააქრეს და წაიყვანეს საავადმყოფოში," - ამბობს ადგილობრივი. 

ადგილზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ მანქანა 240 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა: "240 [სიჩქარით მოძრაობდაო], ასე ამბობენ, თავისუფალი იყო გზა. მე რომ მოვედი დაზარალებულები საავადმყოფოში იყვნენ, მარტო მანქანა ვნახე და პოლიცია".

ავტოსაგზაო შემთხვევა გარდაბანში, სოფელ ბირლიკში დღეს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, შემდეგ კი აალდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ერთი დაშავებული. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×