
ოპოზიციურ ალიანსში კვლავ დაპირისპირებაა. ზურა გირჩი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი რეალურად საკუთარი პარტიის აქტივობითაა უკმაყოფილო და რადგან არ სურს პარტიის წევრებს საყვედურებით აწყენინოს, ალიანსს აკრიტიკებს.
ამ განცხადებით ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის სტატუს გამოეხმაურა. პატიმარმა ექსპრეზიდენტმა "ფეისბუკზე" დაწერა, რომ პოლიტიკა არ კეთდება ნაყიდი ეთერებით, დაცვის თანხლებით მოსიარულე ლიდერებით და "მარიოტის" ოპოზიციით.
"მე მაინც განცდა მრჩება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უკმაყოფილოა სინამდვილეში საკუთარი პარტიის აქტიურობით. საკუთარ პარტიაზე პირდაპირ რომ დაიწყოს საუბარი, მგონია, რომ ფიქრობს, შეიძლება ვიღაცებს აწყენინოს. ამიტომ, ალიანსი ისეთია - ზოგადად თუ ოპოზიციაზე ვილაპარაკებ იგივეს, რისი თქმაც მინდა ჩემს პარტიაზე, ვიღაცებს ნაკლებად ეწყინება", - განაცხადა ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ.