რეზონანსი
14.05.2026

ამგვარ საქციელს და ქმედებებს „ხალხის ძალამ“ შეფასებები ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მივეცით და იმის მერე ყოველთვის ხან განცხადებებში და ხან კომენტარებში ვამბობდით, რომ სამწუხაროდ მაშინდელი აშშ-დან, მაშინდელი და დღევანდელი ევრო ბიუროკრატიიდან მოდიოდა შეტევა, შტურმი და დეზინფორმაცია სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, ასევე ქართულ მედიაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, დასანქცირებები დაიწყეს, როგორც ინდივიდუალური ხასიათის, ისე ზოგადად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდასხმები და დეზინფორმაციები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, რადგან საზოგადოებაზე მოეხდინათ გავლენა.

„ამ წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ როგორმე შერყეულიყო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, საქართველოში ყოფილიყო დეზინფორმაცია. „იმედთან“ დაკავშირებით ძალიან კარგად გვახსოვს მათ შორის 2007 წლის მოვლენები. მაშინდელი ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ სახით იმედში ფიზიკურად შეიჭრა და დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ ევრო ბიუროკრატიიდან ასანქცირებს ტელეკომპანია „იმედს“. ეს ერთი და იგივე ძალაა. მაშინ თუ იყო საქართველოს ხელისუფლებაში ეს ძალა, ახლა მისი მკვებავი არის ევრო ბიუროკრატიაში.

ეს მათი სტილია, რადგან თავისუფალი სიტყვა არ გაჟღერდეს, დააშინონ ჟურნალისტები და საზოგადოება. ჩვენ რასაც ვითომ გვთხოვენ, პლურალიზმს, თავისუფალ სიტყვას, მედიების თავისუფლებას, თვითონ პირიქით აკეთებენ. საქართველოში რამდენიმე დღეში შეგიძლიათ შექმნათ მედია საშუალება და ტელეკომპანია. ამას ვერ გააკეთებთ ვერც ერთ ევროპულ, წამყვან ქვეყანაში. ის, რაც ევროპული ღირებულება იყო მათთვის, რომ მედიათავისუფლება უნდა ყოფილიყო, თავად არღვევენ ამას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს“ , „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×