
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ირანს სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდიდა.
"მან თქვა, რომ მათ სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდის. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. მან ეს დღეს თქვა", - განუცხადა ტრამპმა Fox News-ის წამყვან შონ ჰენიტის და დასძინა, რომ სი ძინპინმა "ეს მკაცრად თქვა".
თუმცა, ტრამპის თქმითვე, სი ძინპინმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის ეკონომიკურ კავშირებს ირანთან, განსაკუთრებით ნავთობის შესყიდვებს.
ჩინეთი "მათი ნავთობის დიდ ნაწილს" ირანიდან ყიდულობს, მათ სურთ ამის გაგრძელება" - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვვედრებს მართავს.