
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული პროცესები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.
ვოლსკის თქმით, დანიის პოლიციამ აქცია ხისტი ზომების გამოყენებით დაშალა, ამ ფონზე კი, საქართველოს მიმართ შეფასებები, ევროპელი ბიუროკრატების მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
„უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური შინაარსი და სარჩული გააჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
კოპენჰაგენში, პალესტინის მომხრე აქტივისტებმა, დანიური გადამზიდი გიგანტის - „მაერსკის“ სათაო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს.