რეზონანსი
16.05.2026

აშშ და ისრაელი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებზე მუშაობენ, - ინფორმაციას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“, წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ერთ-ერთ ვარიანტს ირანის სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტების უფრო ინტენსიურად დაბომბვა წარმოადენს. ასევე, წყაროების ცნობით, შესაძლოა, აშშ-მა ირანიდან ბირთვული მასალის გამოსატანად სპეციალური დანაყოფებიც გამოიყენოს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრაზე ირანის საკითხიც განიხილა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ირანზე. გვინდა, რომ ეს დასრულდეს. არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. გვინდა, რომ სრუტეები გაიხსნას“, - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×