რეზონანსი
16.05.2026

14 მა­ისს, თბი­ლი­სის მეტ­რო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. 21 წლის მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძე იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მეტ­რო­სად­გურ „სამ­გორ­ში“ უცებ ცუ­დად გახ­და და სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს. რა გახ­და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, ეს ექ­სპერ­ტი­ზით უნდა გა­ირ­კვეს. გო­გო­ნას გული გა­უ­ჩერ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ახალ­გაზ­რდა მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო იმ დღეს მეტ­რო­ში და მე­გობ­რე­ბი შე­ეს­წრნენ ამ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას, ისი­ნი მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლე­ბი არი­ან. მათ თვალ­წინ მა­რი­ამს ხე­ლი­დან ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­ვარ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და ცუ­დად, გო­ნე­ბა და­კარ­გა. ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე თურ­მე სა­ათ­ზე მეტ­ხანს ცდი­ლობ­და მის­თვის გუ­ლის ამუ­შა­ვებს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ...

21 წლის მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძე თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო. გო­გო­ნას დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, დღეს დი­ლით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან უთხრეს, რომ მისი შვი­ლი მძი­მედ იყო და ორი წლის შვი­ლე­ბის უნა­ხავ დე­დას ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი დახ­ვდა.

„მა­რი­ა­მი თსუ-ს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო, ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, ჭკვი­ა­ნი. ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე­ში იდგა, ყვე­ლაფ­რის თავი, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში, ყვე­ლას დაგ­ვაკ­ლდე­ბა ჩვე­ნი წილი მა­რი­ა­მი“, - ამ­ბობს მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ლი სტა­ტუ­სი დევს. ყვე­ლა შეძ­რუ­ლია მომ­ხდა­რით. ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი დადო „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე, ასე­ვე, გო­გო­ნას ლექ­ტორ­მა თა­მარ ბელ­ქა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ას­წავ­ლი­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­რი­ამს.

„წე­სით, ამ წუ­თას ლექ­ცი­ა­ზე უნდა ვიყო. მო­ტე­ხი­ლი ფე­ხით. „გიფსში“ ძლივს მი­ვაღ­წიე მე­ექ­ვსემ­დე და უფრო ძლივს შევ­ძე­ლი შე­ნო­ბის მძი­მე კა­რის გა­ღე­ბა. „მო­ვაღ­წიე“ - გა­ვი­ფიქ­რე და ამო­ვი­სუნ­თქე. ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი. ფეხი სველ­ზე ამის­რი­ალ­და და სწო­რედ ნა­ტეხ ფეხს მთე­ლი სიმ­ძი­მით და­ვას­კდი. ტკი­ვი­ლის­გან ღმუ­ი­ლი ამომ­ხდა და უცებ ვხე­დავ, ზე­ვით, ჰა­ერ­ში მივ­დი­ვარ... გარ­და­ვიც­ვა­ლე? -არა! ვი­ღა­ცამ ძლი­ე­რი ხე­ლით ამ­წია და იქვე სკამ­ზე ჩამ­სვა. ჩემს წინ შავგრე­მა­ნი, ლა­მა­ზი სა­ხის გოგო იდგა. ის ვინც და­ცე­მის წა­მი­დან ხელი არ გა­მიშ­ვა.

ასე გა­ვი­ცა­ნი მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძე. თბი­ლი. ერ­თგუ­ლი. მომ­ღი­მა­რი. მუ­დამ მოძ­რა­ვი. საქ­მი­ა­ნი. კე­თი­ლი. მარ­თა­ლი. სწო­რი. მზრუნ­ვე­ლი. ნი­ჭი­ე­რი. მე­გობ­რუ­ლი. ხმა­უ­რი­ა­ნი. სი­ცო­ცხლით სავ­სე, ჟანგბა­დით სავ­სე... ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის მისი გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლი... ბევ­რი გეგ­მე­ბი გვქონ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი. „მიშ­ვი­ლე­თო“, ხუმ­რობ­და, მა­ინც თქვენ­თან ვარ სულ და ბა­რემ ერ­თად ვი­ყო­თო...

წე­სით, ახლა, ლექ­ცი­ა­ზე უნდა ვიყო. პირ­ველ ლექ­ცი­ა­ზე ვაფრ­თხი­ლებ, არა­სო­დეს და­იგ­ვი­ა­ნოთ. დრო არის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი... - „აი, მე თუ ვიგ­ვი­ა­ნებ, ე.ი. გარ­და­ვიც­ვა­ლე“. ახ­ლაც ლექ­ცი­ა­ზე უნდა ვიყო. ისიც. უბ­რა­ლოდ, ის გარ­და­იც­ვა­ლა. ჩემი ლა­მა­ზი. კე­თი­ლი, ძლი­ე­რი, სუფ­თა, მარ­თა­ლი, ნი­ჭი­ე­რი, თბილ­ზე თბი­ლი მა­რი­ა­მი. წა­ვი­და უცებ. ჩუ­მად, უხ­მოდ. მინ­და ვიყ­ვი­რო, მა­რი­ამ, რა­ტომ?! - სად მი­დი­ან ასე­თი გუ­ლის ახალ­გაზ­რდე­ბი!!! რა­ტომ ჩერ­დე­ბა მათი გული და სად ვი­ყა­ვი მე, როცა შენ გეტ­კი­ნა გული! რა მინ­და ლექ­ცი­ა­ზე, როცა იქ არ მოვა მა­რი­ა­მი. ნეტა, მარ­თლა მეშ­ვი­ლე! მე ვერ ჩავ­დი­ვარ და არც შენ ჩა­გიშ­ვებ­დი მეტ­რო­ში!.. აი, ის კა­რიც, რომ­ლის მიღ­მა გა­ვი­ცა­ნი ჩემი მა­რი­ა­მი. მიყ­ვარ­ხარ, მა­რი­ამ! მა­რი­ამ. იქ, მეტ­რო­ში, მი­წის ქვე­ვით, შენი მე­გობ­რე­ბი ლო­ცუ­ლობ­დნენ, რომ გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყა­ვი. ლო­ცუ­ლობ­დნენ, რომ ცაში არ წა­სუ­ლი­ყა­ვი. წახ­ვე­დი და ისევ ზამ­თა­რი დად­გა“, - წერს თა­მარ ბელ­ქა­ნია.

წყარო: „Ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×