რეზონანსი
16.05.2026

გერმანიის მოსახლეობის 47%-ს მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სურს. გამოკითხვის შედეგებს გერმანული მედია ავრცელებს.

გამოკითხვის თანახმად, კოალიციის დაშლის მსურველთაგან 38%-ს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სურს, 9%-ს - ახალი კოალიციისა და უმცირესობის მთავრობის ფორმირება, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-სოციალისტური“ კავშირებისგან იქნება შექმნილი.

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 30% მმართველი კოალიციის შენარჩუნებას ემხრობა, ხოლო 24%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

როგორც გერმანული მედია აღნიშნავს, გერმანიის მოქმედმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიულ“ კავშირს წარმოადგენს, კოალიციიდან გასვლა და უმცირესობის მთავრობის შექმნა გამორიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×