რეზონანსი
16.05.2026

მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები".

მისივე თქმით, ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით 2022 წლიდან შეიცვალა, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისმღვრელი და დამანგრევლი ომი დაიწყო.

„პირველ წელს იყო დახურულ კარს მიღმა მუშაობა. მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას, არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო. ეს არის მიზეზი, რომ როგორ გავბედეთ და დავდექით იქ, სადაც დავდექით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების გვერდით. მერე ყველას კარგად გვახსოვს მოხალისეების სამთავრობო ბორტის გაგზავნის მოთხოვნა, შემდეგ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება - ელჩის გაწვევა, გაცხადებები პრეზიდენტ ზელენკის მრჩევლის, უშიშროების საბჭოს წევრის, რომ კარგი დროა თურმე გავისეირნოთ აფხაზეთში და ოსეთში. ერთი მთავარი ფრაზა და ჰედლაინი ადევს აგენტურას, რომლითაც ბრიუსელი მოქმედებს ჩვენთან: სანქციები გარეთ, აქციები შიგნით. შევეხები ევროკავშირის ელჩს და წინასაარჩევნოდ მის განცხადებას, რომ ისინი კეტავენ ცალმხრივად ყველანაირ საუბარს გაწევრებასთან დაკავშირებით, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ გვახსოვს ამხელა ზეწოლის მერე მოგებული არჩევნები", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×