რეზონანსი
19.05.2026

ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით, თუ ბირთვული იარაღი ირანის ხელში არ აღმოჩნდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს.

„მათ მოკლე ვადით გადადება გვთხოვეს, რადგან ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თუ შევძლებთ, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდება და ისინი კმაყოფილები იქნებიან, მაშინ ალბათ, ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით. ჩვენ მასშტაბური თავდასხმისთვის ხვალისთვის ვემზადებოდით. ცოტა ხნით გადავდე, იმედია სამუდამოდ, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით, რადგან ირანთან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიშები საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების თხოვნით გადადო. თუმცა, ტრამპის თქმით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის მზად იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×