რეზონანსი
19.05.2026

ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა, - ასე ეხმიანება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, პრემიერ - მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, ქართული სახელმწიფო იბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას და ის თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება ევროკავშირისგან მოითხოვოს სამართლიანი დამოკიდებულება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს და დააფიქსირა ის სათქმელი და კითხვები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ.

თანამედროვე ქართული სახელმწიფო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას. ის აღარ არის ვინმეს ინტერესების გატარების არეალი. აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო პოლიტიკაში.

ერთი მხრივ საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა.

ამავე სცენარის ნაწილია რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის დაფინანსება და კონკრეტულ დესტრუქციულ ქმედებებზე თვალის დახუჭვით, მათი წახალისება.

არავისზე ნაკლები ევროპული ქვეყანა საქართველო არ არის. უფრო მეტიც, ის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული კერაა.

ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება ევროინტეგრაციის გზაზე მოითხოვოს სამართლიანი დამოკიდებულება და პასუხები მიიღოს ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც მას ლეგიტიმურად გააჩნია!“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×