რეზონანსი
19.05.2026

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი კოპენჰაგენში აქციის მონაწილეთა დარბევას გამოეხმაურა. 

მისი შეფასებით, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება ხდება, ამაზე სასამართლო ადეკვატურად რეაგირებს, დანიის შემთხვევა კი ზუსტად ეს შემთხვევაა.

„როდესაც ვაფასებთ რაიმე მოვლენაში გადაცდომას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას, პირველ რიგში, უნდა მივმართოთ სასამართლოს და დავინახოთ, როგორ რეაგირებს კონკრეტულ გადაცდომაზე სასამართლო. იმ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობა არსებობს, სასამართლო ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს და ეს არის დანიის შემთხვევა“, - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ოფიციალური თბილისი ევროკავშირის უმაღლესი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მკაფიო პასუხებს ელის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, შეაფასონ დანიის დედაქალაქში განვითარებული მოვლენები, სადაც პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. ქართული მხარისთვის გაუგებარია, რატომ დუმს ევროკავშირი, როდესაც ევროპის ცენტრში ადამიანის უფლებები ასე უხეშად ირღვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×