რეზონანსი
19.05.2026

ბოლო ზარის აღნიშვნისას მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულია 2 მოსწავლე და ერთი მშობელი - ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს -| ინფორმაციას ტელეკომპანია გურჯაანი კლინიკის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მაშინ, როდესაც სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარის შემდეგ თელავის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. გამოცემა წერს, რომ ამ დროს მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×