რეზონანსი
19.05.2026

 საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და ცოლიკაური - 8000 წლიანი უნიკალური მეღვინეობის ტრადიციით საქართველო საერთაშორისო ღვინის პრესტიჟულ გამოფენაზე - "საპატიო სტუმრის" სტატუსით წარდგა. ვენის ჰოფბურგის ისტორიულ სასახლეში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ასობით სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა ქართული ღვინის სახეობებს გასცნობოდა.

"ვიევუნუმში" საქართველომ მონაწილეობა პირველად მიიღო. როგორც "საპატიო სტუმარი"ქვეყნისთვის, საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცეები სპეციალურად გამოიყო.

მასშტაბურ ღონისძიებაზე ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები და ღვინის მოყვარულები მონაწილეობდნენ.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიების ფორმატი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურის გაცნობას და საერთაშორისო ბიზნეს - კავშირების გაძლიერებას. გამოფენაში ქართველი მეღვინეები ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მონაწილეობდნენ.

"ვიევუნუმი" 1998 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ის ავსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საერთაშორისო ღვინის გამოფენას წარმოადგენს.

VieVinum-ი წარმოადგენს ავსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საერთაშორისო ღვინის გამოფენას, რომელიც 1998 წლიდან ტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×