რეზონანსი
19.05.2026

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს სთხოვეს განემარტა თავისი პოზიცია - თუ რატომ სჯერა, რომ ირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე კეთილსინდისიერად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ვიცე-პრეზიდენტი ირანს აქებს და მას "საოცარი ხალხით ამაყ ცივილიზაციას" უწოდებს, თუმცა, ამავე დროს, მას "დაქსაქსულ ქვეყნად" მოიხსენიებს.

ვენსის თქმით, სწორედ ამის გამო, ხანდახან "ბოლომდე ნათელი არ არის", თუ რა პოზიცია უჭირავს მომლაპარაკებელ გუნდს, რადგან უზენაესი ლიდერის გარდა, უამრავი ისეთი მაღალჩინოსანია, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას ახდენენ.

ვენსი აღნიშნავს, რომ რთული სათქმელია, ეს გაურკვევლობა არაკეთილსინდისიერების ბრალია თუ უბრალოდ ცუდი კომუნიკაციის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირანელებს შეთანხმების მიღწევა ნამდვილად სურთ.

"მჯერა, რომ ირანისთვის კარგად არის ცნობილი, სად გადის წითელი ხაზი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, თუმცა ამაში ბოლომდე დარწმუნებული მაინც ვერ ვიქნები, სანამ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად არ მოეწერება,"- აცხადებს ვენსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×