
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III 20 მაისს ღირს ასურელ მამათა ხსენების დღეს ზედაზნის მონასტერში პარაკლისს გადაიხდის, ხოლო ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას სამების ტაძარში აღასრულებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
20 მაისს, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III მცხეთაში, ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.
ხვალვე, 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.