რეზონანსი
19.05.2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის ომი ირანთან პოპულარულია, და რომც არ იყოს, თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდების აღკვეთა მაინც ღირსეული მისიაა.

„მისმინეთ, ყველა მეუბნება, რომ ეს არაპოპულარულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან პოპულარულია, როდესაც ხალხს ესმის, რომ საქმე ეხება ბირთვულ იარაღს - იარაღს, რომელსაც შეუძლია ლოს-ანჯელესი ან სხვა დიდი ქალაქები ძალიან სწრაფად გაანადგუროს", - განუცხადა მან ჟურნალისტებს სამშაბათს თეთრ სახლში.

„პოპულარულია ეს თუ არაპოპულარული, მე ეს უნდა გავაკეთო, რადგან ჩემი მმართველობის პერიოდში მსოფლიოს აფეთქების უფლებას არ მივცემ", - თქვა ტრამპმა. - „ეს არ მოხდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×