
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პატიმრების რაოდენობა წინა ხელისუფლების დროს უფრო მაღალი იყო.
„ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პატიმრების რაოდენობა მაღალი იყო. იყო პატიმრების უფლებების შელახვაც, მაგრამ დღევანდელი ვითარება ქვეყანაში ბევრად უფრო მძიმეა“, - აღნიშნავს ლევან ბეჟაშვილი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა ოპოზიციის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“, „ალტინფოს“ და მათი მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ რეალური 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.