რეზონანსი
20.05.2026

ანტიეკლესიური, უსამშობლო სუბიექტების სასარგებლოდ მოტლიკინე ცალკეულ კლერიკებსა და თეოლოგებს შევახსენებ - "ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე საპატრიარქოს ჭიშკრის მიზანმიმართულ დაზიანებას. 

მისივე თქმით, ავსული ნაცსექტის პროპაგანდის ცხადი შედეგია, რომ საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, მისი მძღოლი კი მანამდე ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

„ავსული ნაცსექტის პროპაგანდის ცხადი შედეგი - საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, მისი მძღოლი მანამდე ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა. დაზიანდა შლაგბაუმი, ჩამონგრეულია ჭიშკარი. 

ანტიეკლესიური, უსამშობლო სუბიექტების სასარგებლოდ მოტლიკინე ცალკეულ კლერიკებსა და თეოლოგებს შევახსენებ - "ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". (მათეს სახარებიდან. თავი 16, მუხლი 18).“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×