რეზონანსი
20.05.2026

ევრობიუროკრატებს ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებთ, მათი მიზანი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისას მათი რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში ილახება.

„ევრობიუროკრატებს ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებთ, მათი მიზანი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარებაა. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი ერთი ხელით ყოველთვის აქეზებენ ძალადობას და აშკარა ფაქტებზე თვალს ხუჭავენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს უსამართლოდ თავს ესხმიან. როგორ ჩანს, არც ის ადარდებთ, რომ საბოლოოდ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისას მათი რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში ილახება“, – განაცხადა იონათამშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×