რეზონანსი
20.05.2026

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ "არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება იმიტომ, რომ სხვა გზა არ არსებობს". მისი თქმით, როდესაც არჩევნები ჩაინიშნება ხალხმა ყველაფერზე უნდა იბრძოლოს, დაწყებული ემიგრანტების ხმების დასაბრუნებლად, ასევე ხმების დასაცავად. 

"როდის იქნება, როგორ იქნება  - არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, მზად უნდა ვიყოთ შინაგანად, რომ არ დავიწყოთ იამზე ფიქრი ბოიკოტი, თუ არა ბოიკოტი. არანაირი ბოიკოტი აღარ შეიძლება იმიტომ, რომ სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ არჩევნების არის სხვადასხვა ფორმით. არჩევნები აღარ უნდა იყოს, ის არჩევნები, რაც გავიარეთ, ნდობით, რომ ჩვენ ვიქნებით დაცული, რომ ის ელექტრონული ფორმა არჩევნების იქნება დაცული, ყველაფერი არის გადასამოწმებელი, ყველაფერზე უნდა ვიბრძოლოთ, დაწყებული უცხოეთში ხმების დასაბრუნებლად, ყველაფერი იქნება ბრძოლა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი პარტიული არჩევნები, ეს იქნება ერთი დიდი ფრონტის, ერთი წინააღმდეგობის ბრძოლა დღევანდელ რეჟიმთან, რომელსაც დაერქმევა არჩევნები და ეს იქნება დღეს, ხვალ, თუ 2028 წელს, მნიშვნელობა როგორ არ აქვს, ხომ უნდა გავძლოთ მანამდე, მაგრამ იმის მიუხედავად თუ როდის იქნება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ვემზადებით და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დღე დადგება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×