რეზონანსი
22.05.2026

იზო­ლა­ტო­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნმა პირ­ველი მი­მარ­თვა გაავ­რცე­ლა.

„ჰაი, დავ­ბრუნ­დი, ისევ ისე მიყ­ვარ­ხართ, რო­გორც მიყ­ვარ­დით, შე­იძ­ლე­ბა, უფრო მე­ტა­დაც კი. და­ნარ­ჩენს მერე მო­გიყ­ვე­ბით. ეს რა სი­გი­ჟე ხდე­ბა, დი­უ­შე­ნის ბავ­შვებს, 300 ათა­სი ლარი შე­უგ­რო­ვეს სტუ­დენ­ტებ­მა და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა. აქეთ ეს სა­ქარ­თვე­ლო და იქეთ - „ქო­ცე­ბი“. აქეთ მხა­რეს ყოფ­ნა ნე­ბის­მი­ერ პა­ტიმ­რო­ბად ღირს“, - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ტე­ლე­წამ­ყვანს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, სამდღი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 19 მა­ისს შე­უ­ფარ­და. ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ჟორ­ჟო­ლი­ანს 2025 წლის დე­კემ­ბრის თვე­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბო­და, რაც ტრო­ტუ­არ­ზე ქვე­ით­თა გა­და­ად­გი­ლე­ბის ხე­ლოვ­ნურ შე­ფერ­ხე­ბას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც 2-დან 15 დღემ­დე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×