რეზონანსი
22.05.2026

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აფასებს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მიმართვას ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი, შეაფასონ ტელეკომპანია „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული აქტორების საქმიანობა. იგი ამგვარ ნაბიჯებს საბჭოთა რეპრესიებს ადარებს.

„ტყუილად არ ვამბობთ და ვადარებთ ხოლმე საბჭოთა კავშირის სტილს, რასაც უკვე ევროკავშირის ბიუროკრატია და პოლიტიკური ნაწილი აკეთებს ევროპარლამენტში. ასე - სათითაოდ ბიოგრაფიების შესწავლა და მერე რეპრესიები 1937 წელს ხდებოდა საბჭოთა კავშირში და თუ ამ სტილს მისდევს ევროკავშირი, კარგად ყოფილა მათი საქმე“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

18-მა ევროპარლამენტარმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას მიმართა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ტელეკომპანია „იმედის“ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია შეისწავლონ და შეაფასონ არის თუ არა გამართლებული შემდგომი ზომების მიღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×