
დიდი ოდენობით ქრთამის აღება - დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე. ლევან ახობაძე.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ლევან ახობაძის სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული.
ლევან ახობაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის ინტერესებს კი ანტიკორუფციული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი იცავს.
რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, რა არის ამოღებული ლევან ახობაძის სახლიდან
„ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპისთვის შემიძლია ის გითხრათ, რომ გამოძიებისთვის რაც საინტერესო იყო, მოხდა ამ ნივთების დათვალიერება და ასე დასრულდა ეს საგამოძიებო მოქმედება. ვერ გეტყვით დეტალურად, რა არის ამოღებული, თუმცა გამოძიებისთვის რაც იყო საინტერესო იმ ნივთების დათვალიერება მოხდა“, - განაცხადა მედიასთან რაჟდენ კუპრაშვილმა.