რეზონანსი
22.05.2026

გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი პენსიაზე გასვლას აპირებს, მას შემდეგ რაც საქართველოს დატოვებს. მისი თქმით, ის საქართველოდან ბევრ "მეგობარს"

წაიყვანს. 

"დიახ, როგორც იცით, პენსიაზე გავდივარ, 66 წლის ვარ. ჩვენთან კანონია, რომ ჩემს წელს დაბადებულები წელს უნდა გადადგნენ. ამას მოუთმენლად ველი. 40 წელზე მეტია დიპლომატი ვარ, ძალიან ვისიამოვნე ამ პროფესიით, მაგრამ 40 წელი საკმარისია, რატომ უნდა გავაგრძელო სამუდამოდ?

ვბრუნდები ბერლინში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. იქ 5 წლიდან ვცხოვრობდი, იქ დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტი. გვაქვს ძალიან ლამაზი „ბელ ეპოკის“ პერიოდის ბინა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არაჩვეულებრივ უბანში. იქ ბევრი მეგობარი მყავს. ვბრუნდები ევროკავშირში, რომელიც ძალიან მიყვარს.

ეს ჩემი მეშვიდე მისია იყო საზღვარგარეთ. მყავს ოჯახის წევრები აშშ-ში, ლათინურ ამერიკაში. შვიდივე ქვეყანაში შევინარჩუნე კონტაქტები ხალხთან და საქართველოშიც ბევრი საოცარი ადამიანი გავიცანი.

საქართველოდან ბევრ კარგ მეგობარს „წავიყვან“ – ფიზიკურად არა, რა თქმა უნდა, ჩემს გულში მეყოლებიან. დიდ პატივს ვცემ იმ უამრავ ქართველს, რომელიც დღეს დიდ სიმამაცესა და ღირსებას იჩენს დაშინებისა და სირთულეების ფონზე. საქართველო ყოველთვის ჩემს გულთან ახლოს დარჩება" - თქვა გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×