რეზონანსი
22.05.2026

"ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს.

მისი თქმით, საფრანგეთი ალიანსში უნდა დარჩეს, თუმცა სამხედრო სარდლობის სისტემიდან გასვლა ქვეყნის დამოუკიდებლობას გააძლიერებს. როგორც ლე პენმა აღნიშნა, ეს მოკავშირეებთან თანამშრომლობაში ხელს არ შეუშლის.

მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ევროპა ზედმეტად დამოკიდებულია აშშ-ის გადაწყვეტილებებზე.

"რეალურად, ჩვენ დამოკიდებული ვართ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე, რაც სამწუხაროა," - აღნიშნა ლე პენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×