რეზონანსი
24.05.2026

შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმების საბოლოო დეტალები განიხილება და მალე გამოცხადდება.

ტრამპი წერს, რომ სატელეფონო საუბარი ჰქონდა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან ირანსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„შეთანხმება ძირითადად უკვე მიღწეულია და მისი საბოლოო გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს. ცალკე მქონდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ „ბიბი“ ნეთანიაჰუსთანაც, რომელიც ასევე ძალიან კარგად წარიმართა. შეთანხმების საბოლოო ასპექტები და დეტალები ამჟამად განიხილება და მალე გამოცხადდება. შეთანხმებით, სხვა მრავალ ელემენტთან ერთად, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×